ექსტრატროპიკული ციკლონი

ციკლონი, რომელიც წარმოიქმნება ტროპიკული და სუბტროპიკული სარტყლის გარეთ. მის აღსანიშნავად ყველაზე ხშირად გამოიყენება ტერმინი „დაბალი წნევის სისტემა", ზოგადი ტერმინების „დაბალი წნევა" და „დეპრესია" გარდა. მისი მთავარი თავისებურებაა მის შიგნით ცივი ბირთვის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფრონტალური სისტემები.