ნამის წერტილი
ტემპერატურა, რომლამდეც საჰაერო მოცულობა უნდა გაცივდეს მუდმივი წნევისა და წყლის ორთქლის შემცველობის უცვლელობის პირობებში, რათა გაჯერებას მიაღწიოს. როდესაც ატმოსფეროს რომელიმე რეგიონი ნამის წერტილს აღწევს, წყლის წვეთები სპონტანურად იწყებს წარმოქმნას ჰაერში არსებული წყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად. დედამიწის ზედაპირის დონეზე ეს გარემოება ვლინდება ნამის, ნისლოვანი ბურუსის, ნისლის ან - თუ ტემპერატურა საკმარისად დაბალია - ჭირხლის გაჩენით. ნამის წერტილის გამოთვლა შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის მნიშვნელობებიდან. ატმოსფეროს თერმოდინამიკის მათემატიკურ განტოლებებში ის, როგორც წესი, გამოიხატება როგორც Td (ქვედა ინდექსი ეხება dew-ს, ანუ ნამს).
დაკავშირებული ტერმინები: ცვარი
ასევე ცნობილია როგორც: ცვრის წერტილის ტემპერატურა