ტემპერატურული ინვერსია
ტემპერატურის ყოფაქცევა, რომელიც საპირისპიროა იმისა, რასაც ტროპოსფეროში ასვლისას ველით. ჩვეულებრივ ის სიმაღლესთან ერთად მცირდება, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურული ინვერსიაა, სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა იზრდება ან უცვლელი რჩება. ტემპერატურულ ინვერსიებს შეიძლება ძალიან განსხვავებული სისქე ჰქონდეთ და ტროპოსფეროს ნებისმიერ დონეზე გამოჩნდნენ, თვით დედამიწის ზედაპირიდან დაწყებული ყველაზე მაღალ ნაწილამდე, სადაც ყოველთვის არის ერთი - ტროპოპაუზა -, რომელიც ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს შორის საზღვარს აღნიშნავს. ტემპერატურული ინვერსია სახურავივით მოქმედებს და მაღლა მიმავალ ჰაერის მოძრაობებს უეცრად აჩერებს.