ჩახუთვა

ინტენსიური, ძნელად ასატანი სიცხის თერმული შეგრძნება, რომელიც თბილი, ძალიან ნესტიანი ჰაერის არსებობით არის გამოწვეული. ინტენსიური ჩახუთვის დღეებში ჰაერი უძრავია და ცა მოთეთრო იერისაა, ხშირად მაღალი ღრუბლებით. ჩახუთვა აშკარად ვლინდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ზაფხულში, განსაკუთრებით დღის იმ საათებში, როდესაც ზღვის ნიავი წყდება.