კვანძი

სიჩქარის საზომი ერთეული, რომელიც ერთ საზღვაო მილს საათში უდრის. რიცხობრივად გამოისახება როგორც 1 kn = 1,852 კმ/სთ ≈ 0,5 მ/წმ. სიმბოლო kn არის knot-ის აბრევიატურა, თუმცა გავრცელებულია მისი kt-ად გამოხატვა. ეს უკანასკნელი ფორმა სრულიად მოხერხებული არ არის, რადგან ის ემთხვევა კილოტონის სიმბოლოს, რომელიც SI ერთეულია და ბირთვული ბომბების ასაფეთქებელი ძალის გასაზომად გამოიყენება (ერთი კილოტონა უდრის 1000 ტონა TNT-ის აფეთქებისას გამოთავისუფლებულ ენერგიას). კვანძი გამოიყენება როგორც საჰაერო და საზღვაო ნავიგაციაში, ისე მეტეოროლოგიაშიც, ქარის ინტენსივობის გამოსახატავად.