სტანდარტული ატმოსფერო

საცნობარო ატმოსფერო, რომელიც მიღებულია ICAO-ს (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) მიერ და რომლის მიზანია საჰაერო ნავიგაციის გაადვილება. ის ადგენს, ზღვის საშუალო დონისთვის, 1013,25 ჰპა ატმოსფერულ წნევას და 15 ºC ტემპერატურას. ასევე მიიჩნევს, რომ ამ დონესა და ტროპოპაუზას შორის ტემპერატურა მცირდება 0,65 ºC/100 მ სიჩქარით (ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი), ჰაერს განიხილავს როგორც იდეალურ აირს და ვარაუდობს, რომ ჰიდროსტატიკური განტოლება სრულდება. ამ წანამძღვრების საფუძველზე ადვილად შეიძლება გამოითვალოს წნევისა და ტემპერატურის მნიშვნელობები ნებისმიერ საინტერესო სიმაღლეზე. სტანდარტული ატმოსფერო ცნობილია აგრეთვე როგორც ნორმალური ატმოსფერო ან ISA, და მისი მახასიათებლები ეფუძნება იმ პირობებს, რომლებიც, საშუალოდ, ზომიერ განედებზე გვხვდება.