ბარომეტრი

მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც ატმოსფერული წნევის გასაზომად გამოიყენება. არსებობს რამდენიმე ტიპი. ყველაზე კლასიკურია ვერცხლისწყლის ანუ ტორიჩელის ბარომეტრი, რომელსაც თავისი გამომგონებლის, ევანჯელისტა ტორიჩელის (1608-1647) პატივსაცემად ჰქვია ასე. ყველაზე პოპულარულია ანეროიდული ტიპი, რომელიც ტიპური დეკორატიული ბარომეტრია და ბევრ ადამიანს სტუმრების ოთახში უდგას. ბარომეტრის გამოგონებამ, 1643 წელს, გარდამტეხი მომენტი აღნიშნა მეტეოროლოგიის ისტორიაში, რადგან სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო მისი, როგორც სრულფასოვანი სამეცნიერო დისციპლინის, საფუძვლების ჩაყრა.