სამხრეთის ციალი

პოლარული ციალის გამოვლინება, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში ხდება (ლათინური Australis-იდან, რაც სამხრეთს ნიშნავს). იგი ძირითადად ანტარქტიდაში და ანტარქტიკული ოკეანის წყლებზე შეინიშნება, თუმცა მაღალი გეომაგნიტური აქტივობის პერიოდებში ჩანს სამხრეთ ახალი ზელანდიიდან, ტასმანიიდან (ავსტრალია), არგენტინიდან და ჩილედან.

დაკავშირებული ტერმინები: პოლარული ციალი