წვიმის ბუშტი

სასაუბრო, ხშირად გამოყენებადი სახელწოდება იმ პატარა ჰაერის ბუშტისა, რომელსაც გუბეში ან წყლის ნებისმიერ სხვა ზედაპირზე ჩავარდნილი წვიმის წვეთი წარმოქმნის. ეს ბუშტები, როგორც წესი, ჩნდება, როცა ძლიერად წვიმს და დიდი წვეთები მოდის. ხალხური რწმენით, სანამ ეს ბუშტები ჩნდება, არ დაიდარება, რასაც მეცნიერული საფუძველი აქვს. პატარა ბუშტების გაჩენას განაპირობებს წყალში გახსნილი ჰაერის გამოყოფა, რაც გამოწვეულია ჰაერის წყალში ხსნადობის ცვლილებით ტემპერატურასთან ერთად (წვიმის წვეთების წყალი გაცილებით ცივია, ვიდრე წყალი, რომელშიც ეცემა).

დაკავშირებული ტერმინები: წვიმის წვეთის ბუშტი