გიბლი
ჩრდილოეთ აფრიკაში ამ სახელით მოიხსენიებენ საჰარის უდაბნოდან მონაბერ თბილ, მტვრიან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარს. მისი წარმოშობა არაბული სიტყვაა qibli, რაც ნიშნავს „ყიბლასკენ მიმავალს“. ამას მუსლიმები უწოდებენ ჰორიზონტზე ან მათი მეჩეთების კედელზე იმ წერტილს, რომელიც მექისკენ, საუდის არაბეთში, არის მიმართული და რომლისკენაც ისინი ლოცვას აღავლენენ. სიტყვას სხვადასხვა ვარიანტი აქვს, როგორიცაა gibli, gibla, chibli, kibli, gebli ან ზემოხსენებული quibla.
ასევე ცნობილია როგორც: ქიბლი