ჩაფლული

მეტეოროლოგიაში გამოიყენება ვერტიკალურად კარგად განვითარებული გროვა ღრუბლის ან გროვა-წვიმის ღრუბლის მიმართ, როდესაც განსახილველი ღრუბელი მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაძირულია სხვა ღრუბლის ფენებში. ავიაციის მეტეოროლოგიურ ცნობებში შედის აღმნიშვნელი EMBD, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ჭექა-ქუხილზე (TS) ან მაღლა აზიდულ გროვა ღრუბლებზე (TCU), პილოტის ზუსტად ინფორმირებისთვის ზემოაღნიშნული სიტუაციის შესახებ.