ანემომეტრი
მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც ქარის სიჩქარის ან, ერთდროულად, მიმართულებისა და სიჩქარის გასაზომად გამოიყენება. არსებობს სხვადასხვა ტიპი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ფინჯნიანი ანემომეტრი. უფრო თანამედროვე ტიპებს შორის აღსანიშნავია ხმოვანი (ანუ ულტრაბგერითი) ანემომეტრი, ცხელი მავთულის ანემომეტრი და ლაზერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ანემომეტრები.
დაკავშირებული ტერმინები: ქარი