კონდენსაცია

მატერიის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება აირადი ფაზიდან თხევადში. ეს ატმოსფეროში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიზიკური პროცესია, რომლის წყალობითაც ჰაერში არსებული წყლის ორთქლისგან ცაში შეიძლება წარმოიქმნას ღრუბლები, ნისლი ან ნამი. ეს აორთქლების საპირისპირო პროცესია. იხილეთ აგრეთვე ფარული სითბო.

დაკავშირებული ტერმინები: ფარული სითბო, ფარული სითბო